საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგები თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე - „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება“. ტრენინგს გაუძღვნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ნიკოლოზ მარგიანი და მარიამ პაიაშვილი.

     

    ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ეფექტიანი მომსახურების საჭიროება და მნიშვნელობა პროფესიულ საქმიანობაში; კომუნიკაციის ფსიქოლოგია - კომუნიკაციის მოდელი; კომუნიკაციის პროცესში არავერბალური სიგნალების მნიშვნელოვნება; ვერბალური კომუნიკაცია: პოზიტიური ფორმულირებების მნიშვნელოვნება; კომუნიკაციის სტილები.

     

    იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით იურიდიული ფაკულტეტი მომავალშიც გეგმავს ტრენინგების ორგანიზებას, რომელიც დაფარავს სოციალური ტრენინგების მიმართულებით სხვადასხვა თემატიკას.

    თარიღი: 21/02/2024